პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამისტი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 2 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ
შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები: არსებული პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლა და შემდგომი დახვეწა 1C- ს პლატფორმაზე.

მოთხოვნები:

** პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
** ობიექტ ორიენტირებული პროგრამების კონცეფციის ცოდნა
** ინგლისური და რუსული (აუცილებელია) ენების ცოდნა
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა, კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

წარმოსადგენი საბუთები:

** პირადობის მოწმობის ასლი
** დიპლომის ასლი
** ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
** სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV თანდართული სურათით ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy.rational@aversi.ge ან წარმოადგინეთ ზემოაღნიშნული საბუთები და შეავსეთ ანკეტა მისამართზე: შპს " ავერსი-რაციონალი" ლილო, ჭირნახულის ქ. #14, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე