ექსპორტის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ექსპორტის ოპერატორი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 2 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ახალი კლიენტების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება;
** შეკვეთების დამუშავება და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და კონტროლი;
** ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
** შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი;
** თვიური და წლიური გეგმის შედგენა და მონიტორინგი;
** ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
** გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება/გამოფენაში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ექსპორტის ოპერატორი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2018 წლის 2 მარტის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე