მთავარი ბუღალტრის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტრის მოადგილე
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 2 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ
შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის მოადგილის პოზიციაზე.

"Global Beer Georgia" ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა და აქტიურად ოპერირებს 2017 წლიდან. კომპანია თავად წარმართვას სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც ჰეინეკენის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწარაფად განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** საბუღალტრო-საფინანსო აღრიცხვა; ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, თანხების მოძრაობის კონტროლი,
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონრტროლი;
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების, ძირითადი საშუალებების, არამატერიალური აქტივების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
** RS.ge-სთან მუშაობის გამოცდილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება და შესაბამისი ფორმების წარდგენა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში და/ან მონათესავე დისციპლინაში;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ; წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Word, Excel,);
** ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ელ. წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე