მერჩენდაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მერჩენდაიზერი - ბათუმი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 2 თებ / ბოლო ვადა: 2 მარ
"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში.

"Global Beer Georgia" ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშეა და აქტიურად ოპერირებს 2017 წლიდან. კომპანია თავად წარმართვას სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწარაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განთავსება;
** მოწოდებული პლანოგრამით პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ფასის და ვადების კონტროლი;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18-29 წ.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის, გაყიდვების, მარკეტინგის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Office).

პიროვნული თვისებები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** მიზანდასახულობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე