საკრედიტო ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: Continental City Credit
გამოქვეყნდა: 1 თებ / ბოლო ვადა: 1 მარ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კონტინენტალ სითი კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
პრაქტიკის ვადა: 1-დან 3 თვემდე
ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში, პირველივე თვიდან: 200 ლარი; შეთანხმებული გეგმის შესრულების შემთხვევაში - 600 ლარი;
ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდის (3 თვე) გასვლის შემდეგ: ფიქსირებული სახელფასო განაკვეთი 600 ლარი + ბონუსი (სახელფასო განაკვეთებში ნაგულისხმებია ხელზე ასაღები თანხა).

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოზიდვა;
** მიკრო და მცირე ბიზნესების მქონე, ასევე სახელფასო შემოსავლის მქონე პოტენციური კლიენტების შემოსავლის ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროებების შეფასება;
** საკრედიტო შეთავაზებების მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
** გრაფიკის შესაბამისად სესხის დაფარვის კონტროლი;
** სესხების ჯანსაღი პორტფელის შექმნა და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ეკონომიკა/საბანკო საქმე/ფინანსები);
** მცირე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (იგივე პოზიციაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ბანკში);
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** მიზანდასახულობა და ენერგიულობა;
** გუნდურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კონტინენტალ სითი კრედიტში" პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სურვილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@cccredit.ge და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1 მარტი.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება. არასრული განცხადებები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე