მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 31 იან / ბოლო ვადა: 28 თებ
თანდართული ფაილი: 164890-amboli-tender.zip
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სამოქმედო გეგმის შედგენა, მართვა, მონიტორინგი, შედეგების ეფექტურობის ანალიზი;
** სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინირება, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის საქმიანობის ცნობადობის ამაღლებას, ახალი მომხმარებლების მოზიდვას და გაყიდვების გაზრდას;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
** მომხმარებლის სეგმენტაცია და ქცევის ანალიზი;
** მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტირება, დაგეგმვა, განხორციელება;
** მომწოდებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან მარკეტინგის კუთხით ურთიერთობების მართვა;
** მარკეტინგული სიახლეებით მაღაზიების ინფორმირება და საჭირო სარეკლამო აქსესუარებით უზრუნველყოფა
** ROMI; KPI გაზომვა და მართვა;
** CRM მიმართულებების დანერგვა და მონიტორინგი;
** ყველა იმ თანამედროვე სისტემების და მიმართულებების მოძიება და დანერგვა კომპანიაში, რაც აპრობირებულია მსოფლიოში კომპანიის კონკურენტუნარიანობის და გაყიდვების გასაზრდელად;
** ორგანიზაციის ბრენდების განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** საკომუნიკაციო სააგენტოებთან ურთიერთობა;
** კომპანიის ბრენდ პლატფორმის შემუშავება და პოზიციონირების გამყარება;
** ერთგულ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და დამატებითი ბენეფიტების შეთავაზება;
** კომპანიის დისტრიბუციისა და კორპორატიული გაყიდვების ხელშეწყობა;
** კომპანიის მაღაზიათა ქსელის გაფორმება და ინტერიერ/ექსტერიერის დიზაინის სტანდარტების მუდმივი კონტროლი;
** ბრენდ მენეჯერისათვის დახმარების გაწევა სტრატეგიის განვითარებაში, მარკეტინგული გეგმის განხორციელებასა და ბაზართან დაკავშირებულ საქმიანობაში, რომელიც ემსახურება კომპანიის საერთო სტრატეგიული გეგმის განხორციელებას;
** მარკეტინგული ბიუჯეტის პროდუქტიულად მართვა და რეპორტინგი;
** პროდუქტებისა და მომსახურებაზე არსებული ფასების ოპტიმალურობისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზი, შეფასება და ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების ფორმირება;
** პროდუქტებისა და მომსახურებაზე არსებული ფასების ოპტიმალურობისა და კონკურენტუნარიანობის პოზიციონირების სტრატეგიის (იმიჯის მართვის პოლიტიკის) შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
** სარეალიზაციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურების მართვა და ორგანიზება;
** ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
** კრიზისული სიტუაციების მართვის ორგანიზება, ადეკვატური ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება, რისკების განეიტრალების მიზნით ოპერატიული ქმედებების დაგეგმვა;
** კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან აქტიური თანამშრომლობა;
** სხვა მოვალეობების შესრულება წარმოშობილი გარემოებების, გამოწვევების და დავალებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის ან ტექნიკური მიმართულებით (შესაძლებელია ჰქონდეს ტექნიკური განათლება და მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ან პირიქით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური და სრულყოფილი საქმიანობისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ქართულის სრულყოფილად, ინგლისურის ძალიან კარგად და რუსულის ენის კარგად ცოდნა.

აუცილებლად საჭირო უნარ-ჩვევები:

** სწრაფი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** უაღრესად კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდთან მუშაობის უნარი;
** კლიენტებთან ურთიერთობის უნარი, მოსმენისა და გადმოცემის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის უმაღლესი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ბელიაშვილის ქ. N142.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი, 2018 წ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@amboli.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით სააპლიკაციო ფორმას.

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე