ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის
მომწოდებელი: ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის
გამოქვეყნდა: 31 იან / ბოლო ვადა: 31 მარ
ორგანიზაცია "ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის" (ISC), აცხადებს ესსეების კონკურსს სტუდენტებისათვის ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების თემაზე.

კონკურსი ცხადდება პროექტის - "საინფორმაციო კამპანია ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების დაცვისა და მხარდაჭერის გასაძლიერებლად" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ". პროექტის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის/ტრეფიკინგის საკითხებზე, აქცენტით ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვებზე, და მეორეს მხრივ, დაინტერესებულ მხარეთა შორის ამ მიმართულებით დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა. პროექტი ყურადღებას ამახვილებს, ბავშვებისათვის ქუჩაში ფულადი სახით მოწყალების გაცემის უარყოფით შედეგებზე, როგორც მათი ქუჩაში შენარჩუნებისა და ამ გზით ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის წახალისების ერთ-ერთ მექანიზმზე. კონკურსის ფარგლებში, მივესალმებით ესსეებს, რომელიც წარმოაჩენს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მხარდაჭერის ალტერნატიული გზებს, თუმცა კონკურსანტს არ აქვს შეზღუდვა თემასთან დაკავშირებით გააშუქოს მისთვის საინტერესო სხვა ასპექტები.

კონკურსის პირობები:

** კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს (როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურიდან);
** ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი;
** პლაგიატის შემთხვევაში, ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან.

ნაშრომის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

** თემასთან შესაბამისობა და საკითხის სიღრმისეული გააზრება;
** ანალიზი, არგუმენტაცია და დასაბუთება;
** ნაშრომის სტრუქტურა და წერის კულტურა;
** ნაშრომის ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა.

ტექნიკური სახის მოთხოვნები: ენა:ქართული; დოკუმენტის ტიპი: PDF; ფონტი: Sylfaen; შრიფტის ზომა: 12; ინტერვალი: 1,15; ესსეს მოცულობა:1500-2500 სიტყვა. ნაშრომში აუცილებელია მითითებული იყოს ავტორის სახელი, გვარი, საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება და თქვენი ელ-ფოსტა. ამასთან, გთხოვთ წერილში, რომლითაც გადმოაგზავნით ნაშრომს, მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერი.

კონკურსი გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომელთათვისაც გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო:

** პირველი ადგილი: 800 ლარი;
** მეორე ადგილი: 500 ლარი;
** მესამე ადგილი: 300 ლარი.

გამარჯვებული ნაშრომები განთავსდება ორგანიზაციის ვებგვერდზე და გავრცელდება როგორც სოციალურ მედიაში, ასევე, პროექტით დაგეგმილ რეგიონულ საინფორმაციო სახის შეხვედრებზე.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი, 2018

ნაშრომის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, მისამართზე: isc.changes@gmail.com და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ "ესსეების კონკურსი სტუდენტებისთვის". ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, არ იქნას შერჩეული გამარჯვებული/ები, თუ ნაშრომები არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს.

ამავე თემაზე, ორგანიზაცია გეგმავს სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას უნივერსიტეტებში. თქვენს უნივერსიტეტში შეხვედრის განხორციელების მსურველებმა, შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული ფორმა და გადმოაგზავნოთ, 16 თებერვლამდე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc0UMYWY1A2PeHMwTGqQ8SUXKrazrMYmXbI2QmG_s5gt3jbxw/viewform
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე