სერვისის აღრიცხვის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვისის აღრიცხვის ოპერატორი - ბათუმი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 30 იან / ბოლო ვადა: 19 თებ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ვაკანსიის კოდი: VC00069
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 1 წელი
** განათლება: სტუდენტი, ბაკალავრი.

ენების ცოდნა:

** ქართული - კარგი
** რუსული - საშუალო
** ინგლისური - საშუალო
** თურქული - საშუალო.

უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა.

დამატებითი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია.

სამუშაოს აღწერა:

** სერვის-ცენტრში ავტომობილების ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვის წარმოება;
** სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება, დეფექტაცია, საჭირო დეტალებისა და მასალების მომარაგება;
** უშუალო ხელმძღვანელისთვის ოპერატიული და სრული ინფორმაციის მიწოდება კლიენტების მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილებებისა და სხვა საგულისხმო ფაქტების შესახებ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/69? და შეავსეთ აპლიკაცია.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 19 თებერვალი, 2018 წ.

დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე