ბუღალტერი-საქონელთმცოდნე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი-საქონელთმცოდნე - ქუთაისი
მომწოდებელი: კინო საქართველო
გამოქვეყნდა: 29 იან / ბოლო ვადა: 1 მარ
შპს "კინო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერი-საქონელთმცოდნეს პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** პირველადი დოკუმენტების მომზადება/აღრიცხვა;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების გატარება;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება;
** ხელფასების უწყისის წარმოება;
** ინფორმაციის მომზადება დეკლარირებისათვის, საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** ბუღალტრული ანგარიშგების (საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად) მომზადება;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
** საქონლისადმი მოთხოვნილებების განსაზღვრა, ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა;
** საქონლის მიღების კონტროლი;
** მომწოდებლებთან კავშირი, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
** საქონლის საწყობში შენახვის პირობების კონტროლი
** ანგარიშების მომზადება დადგენილ ფორმებში.
** ინვენტარიზაციის ჩატარება

მოთხოვნები:

** ბუღალტერ-საქონელმცოდნედ მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე და საბუღალტრო პროგრამებში მუშობის გამოცდილება, სასაწყობო ანგარიშის სისტემისა და პროგრამის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@kinosakartvelo.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (გრაფაში "subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ მომდევნო ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის 14; ტელეფონი: 0431 23 01 10.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე