საგრანტო კონკურსი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: კოალიცია განათლება ყველასათვის
გამოქვეყნდა: 29 იან / ბოლო ვადა: 23 თებ
თანდართული ფაილი: 164617-efa-grants.zip
კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველო" აცხადებს საგრანტო კონკურსს სოფლად მდებარე იმ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთა მასწავლებლებმაც შემოიტანეს აპლიკაცია 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე.

საგრანტო კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს სკოლებსა და მასწავლებლებს სასწავლო და სააღმზრდელო მიზნების ეფექტიანად მიღწევაში.

კონკურსი დააფინანსებს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:

** სწავლა-სწავლების პროცესის და საჭირო რესურსების განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს;
** უპირატესობა მიენიჭება სკოლაში არაფორმალური განათლების განვითარებაზე მიმართულ ღონისძიებებს;
** სასკოლო კულტურისა და კლიმატის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ აქტივობებს;
** სხვა ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულ იქნება კონკურსის მიზანთან.

კონკურსის შედეგად არ დაფინანსდება:

** ერთჯერადი და არაგანგრძობადი შედეგის მქონე ღონისძიებები;
** კონფერენციებში, სემინარებში, ტრენინგებში და სხვა ასეთი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯები;
** ტრანსპორტის ხარჯები;
** კვლევით საქმიანობა
** სხვა ღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულ არ იქნება კონკურსის მიზანთან.

კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სოფლად მდებარე იმ საჯარო სკოლებს, რომელთა მასწავლებლებს შეტანილი ჰქონდათ აპლიკაცია 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ზემოთხსენებული სკოლებისათვის ორგანიზაციულად.

ერთიდაიგივე განმცხადებელს საკონკურსოდ შეუძლია მხოლოდ ერთი საგრანტო პროექტის წარმოდგენა.

დაფინანსების მოცულობა და ვადები:

** საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა იყოს 5 000 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.
** პროექტის ადმინისტრირების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის საერთო ოდენობის 15%-ს.
** პროექტის განხორციელების ვადები: დაწყება - არაუგვიანეს 25 მარტისა, დასრულება - არაუგვიანეს 30 ნოემბერისა.

პროექტი უნდა იქნეს წარმოდგენილი კოალიციის მიერ განსაზღვრული ელექტრონული ფორმით და გამოგზავნილ იქნეს კოალიციის ელექტრონულ ფოსტაზე efacoalition@efageorgia.ge სათაურით "საგრანტო კონკურსი".

პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 23 თებერვალი, 2018

პროექტი ჩაბარებულად ითვლება, კოალიციის მიერ გამომგზავნის ელექტრონულ ფოსტაზე ჩაბარების დადასტურების მიწერის შემდეგ.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე