მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 27 იან / ბოლო ვადა: 27 თებ
სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://nikora.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის მიმდინარე პროცესების მართვა და მონიტორინგი
** ნავაჭრის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
** მარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
** პროდუქციის ფასების და აქციების მონიტორინგი
** პროდუქციის ჩამოწერის კონტროლი
** მარკეტის პროდუქციის აღწერის წარმოება
** მაღაზიის გაყიდვების ანალიზი
** სავაჭრო ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
** არითმეტიკული ოპერირების უნარი
** გუნდის მართვის უნარი

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მაღაზიის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე