კორპორატიული მომსახურების ოფიცერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული მომსახურების ოფიცერი - ბათუმი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 26 იან / ბოლო ვადა: 19 თებ
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე ბათუმში.

ვაკანსიის კოდი: VC00058
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი.
** გაყიდვები; კლიენტთა მომსახურება.

განათლება: ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - საშუალო
** თურქული - საშუალო

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გაყიდვების უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია
** სამუშაოს აღწერა
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება;
** შეთავაზებების მომზადება და ორგანიზაციებისათვის წარდგენა;
** კლიენტის ვიზიტის დაგეგმვა და მოსამზადებელი სამუშაოების კონტროლი;
** კორპორატიული კლიენტების მიღება, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
** კლიენტის ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების ვადებისა და ღირებულებების შესახებ;
** ინფორმაციის ასახვა შესაბამის პროგრამებში (SAP, DMS);
** სერვისის სამუშაოების მაღალი ხარისხით ჩატარების ხელშეწყობა;
** სერვისის-ოპერაციების კონტროლი და ჩატარებული სამუშაოების შესახებ კლიენტის ინფორმირება;
** შემდგომი ტექ. მომსახურების შესახებ კლიენტის ინფორმირება/შეხსენება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/58? და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე