მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 25 იან / ბოლო ვადა: 25 თებ
სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 202 სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 167 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 2700-ს გადააჭარბა.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikoraholding.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოხმარებლის თავაზიანი დახვედრა
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა
** პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა
** შეკვეთის დროულად მომზადებისა და მიწოდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** არითმეტიკული ოპერირების უნარი
** "აპექსის" პროგრამაში მოლარედ მუშაობის გამოცდილება.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@nikoratrade.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე