გათბობა-ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გათბობა-ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: Hotels & Preference Hualing Tbilisi
გამოქვეყნდა: 24 იან / ბოლო ვადა: 24 თებ
"Hotels & Preference Hualing Tbilisi", თბილისის ზღვის მიმდებარედ განთავსებული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, სასიამოვნო და უნიკალური გარემოთი, დაინტერესებულ, შესაბამისი კვალიფიკაციის პირებს სთავაზობს დასაქმებისა და კარიერული ზრდის შანსს.

"Hotels & Preference Hualing Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას გათბობა-ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების (HVAC) პასუხისმგებელი ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

პასუხისმგებელია სასტუმროში არსებულ გათბობა-ვენტილაციისა, ჰაერის კონდიცირების და სამაცივრე სისტემების გამართულ მუშაობაზე; დანადგარების პროფილაქტიკური და საინსტალაციო სამუშაოების შესრულებაზე; დაზიანების შემთხვევაში მათ დროულად შეკეთებაზე, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს HVAC და სამაცივრე დანადგარების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება და მათი გამართული, ეფექტური ოპერირება
** მონიტორინგი უწესრიგობების გამორიცხვისა და მათი არსებობის შემთხვევაში აღმოფხვრის მიზნით
** დაგეგმოს: ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური სამუშაო დავალებები და განსაზღვროს მათი შესრულების ვადები
** განსაზღვროს პრიორიტეტები, დაგეგმოს დანადგარების პროფილაქტიკური შემოწმებისა და შეკეთების სამუშაოები და აკონტროლოს მათი შესრულების პროცესი
** შეადგინოს სასწავლო პროგრამა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლებისათვის, იზრუნოს მათი პროდუქტიულობის და ხარისხის დონის გაუმჯობესებაზე
** აღრიცხოს სარემონტო სამუშაოების ისტორია, დანადგარების შეკეთების/შეცვლის ღირებულებები და ა.შ.
** აკონტროლოს ნაწილებისა და მასალების ხარისხი და მარაგები, მოიძიოს ინფორმაცია მომწოდებლებზე
** ჩააბაროს ყოველდღიური ანგარიში საინჟინრო დეპარტამენტის დირექტორს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საინჟინრო მიმართულებით განათლების დამადასტურებელი დიპლომი
** მექანიკური და ელექტრო სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტუმროს საინჟინრო სისტემაში
** AutoCAD-ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
** კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე
** პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4 მიკრო რაიონი, თბილისის ზღვის ახალი უბანი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hotelspreference.ge და სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე