საგადასახადო დეკლარაციების შევსების ტექნიკის პრაქტიკული კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგადასახადო დეკლარაციების შევსების ტექნიკის პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 24 იან / ბოლო ვადა: 24 თებ
ყველაზე მასშტაბური სატრენინგო ორგანიზაცია - "ევროპის აკადემიური ცენტრი" საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში - ატარებს ყოველთვიურ ტრენინგებს სახელწოდებით: "საგადასახადო დეკლარაციების შევსების ტექნიკის პრაქტიკული კურსი", რომელსაც წარუძღვებიან "ევროპის აკადემიური ცენტრის" მოწვეული საგადასახადო საქმის ექსპერტები საგადასახადო საკითხებში.

კურსი განკუთვილია საფინანსო (აუდიტი-ბუღალტერია) სფეროში როგორც მომუშავე, ასევე დამწყები სპეციალისტებისთვის!

ტრენინგის ფორმეტი:

** კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული იქნება პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო დეკლარაციების შევსებასთან;
** გაიმართება დისკუსია დეკლარაციების შევსებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების შესახებ.

კურსის დროს განხილული იქნება შემდეგი თემები:

** საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია;
** საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია;
** აქციზი;
** მოგების გადასახადის დეკლარაცია - ესტონური მოდელი;
** ქონების გადასახადის დეკლარაცია;
** დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ);
** ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შევსება.

ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა, უფასოდ მიიღონ ზეპირი სახის ერთჯერადი კონსულტაცია საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი კომპანიის გამოცდილი საგადასახადო ექსპერტებისგან!

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ "ევროპის აკადემიური ცენტრის" მიერ ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა: 12 საათი.
ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი.
ლექციები გაიმართება კვირაში ორჯერ.
კურსის ღირებულება: 160 ლარი.

კურსის ღირებულებაში შედის ჩაი/ყავა ("coffee break") და სასწავლო მასალა.

რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობები:

ჩამოტვირთეთ და გამოგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/RKpxiY

საბანკო რეკვიზიტებია:

ევროპის აკადემიური ცენტრი, სს TBC Bank
ბ.კ. TBCBGE22 a/a GE04 TB11 2543 6020 1000 07.

დაგვიკავშირდით:

ცხელი ხაზი: 032 2 238234, 599 334700.
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi

"ევროპული ცენტრი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე