კურსი - Tableau Intermediate
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - Tableau Intermediate
მომწოდებელი: ოფის აკადემი
გამოქვეყნდა: 24 იან / ბოლო ვადა: 24 თებ
კომპანია "ოფის აკადემი", Microsoft, Adobe, Autodesk და სხვა გლობალური სასერთიფიკატო პროგრამების ავტორიზებული ტესტირების ცენტრი საქართველოში, გთავაზობთ კურსს: Tableau intermediate.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი:

კურსი განკუთვნილია Tableau-ს ყოველდღიური პრაქტიკული მომხმარებელთათვის, ვისაც გააჩნია კარგი და ძირეული ცოდნა პროგრამის ყველა ფუნდამენტალური კონცეფციის, იცის სამუშაო გვერდების და დეშბორდების აგება და სურს საკუთარი ცოდნის გაღრმავება.

კურსის გავლის შემდგომ მსმენელი შეძლებს:

** შექმნას რთული ჩარტები და ვიზუალიზაციები
** შექმნას რთული კალკულაციები და მოახდინოს ბაზით მანიპულირება
** გამოიყენოს სტატისტიკური ფორმულები ბაზის ანალიზისათვის
** მოამზადოს ბაზა ანალიზისათვის
** დაუკავშიროს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცხრილები ან ინფორმაციის წყაროები და გააკეთოს ქროსს ანალიზი
** ლაივ და ექსტრაქტ ცხრილებთან მუშაობა

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

კურსს წარუძღვება - დავით გაგაძე, MBA. დავით გაგაძე გახლავთ adjarabet.com-ის BI-ს ხელმძღვანელი, რომელსაც გავლილი აქვს Tableau-ს შემსწავლელი კურსები ლონდონსა და გერმანიაში. 2014 წლიდან იგი აქტიურად უძღვება MS Excel, SQL და Tableau ტრენინგ კურსებს და აქვს მდიდარი ანალიტიკური და რეპორტინგის მოდულების შექმნის, ასევე data -warehouse დეველოპმენტის გამოცდილება.

კურსის ზოგადი თემატიკა:

** შესავალი
** ერთ ინფორმაციის წყაროსთან მუშაობა
** რამდენიმე ინფორმაციის წყაროსთან მუშაობა
** რთული კალკულაციების გაკეთება
** პარამეტრების შექმნა და გამოყენება
** სტატისტიკის და პროგნოზირების გაკეთება
** დეშბორდები და სთორები

კურსის ხანგრძლივობა: 6 დღე
სალექციო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5 საათი (ჯამში 9 აკადემიური საათი)
კურსის ღირებულება: 500 ლარი

მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/7nS9KyEownGhDi9l2 ან დაგვიკავშირდით: 577 250079
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე