MS Excel Expert-ის სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: MS Excel Expert-ის სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსი
მომწოდებელი: ოფის აკადემი
გამოქვეყნდა: 24 იან / ბოლო ვადა: 24 თებ
კომპანია "ოფის აკადემი", Microsoft, Adobe, Autodesk და სხვა გლობალური სასერთიფიკატო პროგრამების ავტორიზებული ტესტირების ცენტრი საქართველოში, გთავაზობთ MS Excel Expert-ის სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსს.

MS Excel 2013 / 2016 Expert კურსი:

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი: კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად იყენებს პროგრამა ექსელს და სურს ცოდნის გაღრმავება, რათა უფრო ეფექტურად წარმართოს მისი ყოველდღიური ანალიზი, რეპორტინგი და ბაზებთან მუშაობა.

კურსის გავლის შემდგომ მსმენელი შეძლებს:

** MS Excel 2016 (სურვილისამებრ MS Excel 2013) ექსპერტის საერთაშორისო დონის სერთიფიკატის აღებას, რომელიც ცნობილი და აღიარებულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
** ამოცანების მოკლე დროში გადაჭრას და შესაბამისად სამუშაო დროის უფრო ეფექტურად წარმართვას;
** ლოგიკური და კომპლექსური ფუნქციების წერას, რაც მოხსნის მანამდე გადაუჭრელი საკითხების პრობლემას;
** სცენარებთან და ოპტიმიზაციის მონაცემებთან მუშაობას;
** რეპორტინგს;
** ყოველდღიური რუტინული პროცედურების ავტომატიზაციას მაკრო რეკორდერის მეშვეობით.

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

კურსს წარუძღვება - გიორგი ქავთარაძე, MBA. გიორგი ქავთარაძე ფლობს MS Excel 2010/2013/2016 expert (MOS) და MS Word 2016 (MOS) საერთაშორისო სერთიფიკატებს. მისი ავტორობით შექმნილია MS Excel და MS Excel VBA-ის ვიდეო კურსები როგორც ქართული, ასევე ბრიტანული საგანმანათლებლო კომპანიებისთვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში იგი აქტიურად ატარებს ტრენინგებს და სალექციო კურსებს სხვადასხვა ტრენინგ ცენტრებსა და საქართველოს უნივერსიტეტში.

კურსის თემატიკა:

1. მონაცემთა გაცვლა/შენარჩუნება:

** ექსელის სტანდარტული ოპციების მიმოხილვა
** XML მონაცემთა იმპორტ/ექსპორტი
** სამუშაო წიგნის შაბლონად შენახვა;
** მონაცემთა დაცვა სამუშაო გვერდზე და სამუშაო წიგნის სტრუქტურის დაცვა, დაშვებების მართვა და პაროლის დადება
** სამუშაო წიგნების გაერთიანება, ცვლილებების კონტროლი

2. ფორმულები და ფუნქციები:

** ფორმულის აუდიტი (evaluate formula, dependents, precedents, error checking )
** iterative კალკულაციები;
** არეალის ფორმულების გამოყენება (ctrl+shift+enter)
** საძიებო ფუნქციები: VLOOKUP (სტანდარტული და არასტანდარტული გამოყენება), HLOOKUP, LOOKUP, IINDEX, MATCH, INDIRECT, CHOOSE, TRANSPOSE, OFFSET, ADDRESS, GETPIVOTDATA და სხვა
** ტექსტური ფუნქციები: SUBSTITUTE, REPLACE, FIND, SEARCH, TRIM, CHAR, TEXT, EXACT, VALUE, FIXED და სხვა.
** ფინანსური ფუნქციები: PV, FV, PMT, NPV, XNPV, IRR, XIRR, MIRR, RATE, IPMT, PPMT და სხვა
** სტატისტიკური ფუნქციები: COUNTIF/S, SUMIF/S, AVERAGEIF/S, RANK, SMALL, LARGE და სხვა.
** თარიღის ფუნქციები: EDATE, EOMONTH, NETWORKDAYS, NETWORKDAYS.INTL, WEEKDAY, WORKDAY, WORKDAY.INTL და სხვა
** ლოგიკური ფუნქციები: IF, nested IF, AND, OR, IFERROR
** და ა.შ.

3. მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია:

** დიაგრამებთან სიღრმისეული მუშაობა: Trend Lines, Dual axes, chart templates, sparklines;
** What-If-analysis (Data Table, Scenario Manager, Goal seek)
** PivotTables;
** PowerPivot;
** PivotCharts;
** Slicers;
** Timeline;
** Consolidation;
** Advanced Filter;
** Data Validation.

4. მაკროსებთან და ფორმებთან მუშაობა:

** Form Control-ებთან მუშაობა; (ჩასმა, რედაქტირება)
** მაკრო რეკორდერთან მუშაობა;
** Macro Security
** მაკროსის მიბმა Form-ებზე
** მაკროსის რედაქტირება;

კურსის ხანგრძლივობა: 10 დღე
სალექციო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5 საათი (ჯამში 15 აკადემიური საათი)
კურსის ღირებულება: 400 ლარი (ღირებულებაში შედის ტრენინგი და საერთაშორისო საგამოცდო ვაუჩერი)

მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/7nS9KyEownGhDi9l2 ან დაგვიკავშირდით: 577 250079.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე