კურსი - MS Excel 2013/2016 სპეციალისტი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - MS Excel 2013/2016 სპეციალისტი
მომწოდებელი: ოფის აკადემი
გამოქვეყნდა: 24 იან / ბოლო ვადა: 24 თებ
კომპანია "ოფის აკადემი", Microsoft, Adobe, Autodesk და სხვა გლობალური სასერთიფიკატო პროგრამების ავტორიზებული ტესტირების ცენტრი საქართველოში, გთავაზობთ კურსს: MS Excel 2013/2016 სპეციალისტი.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი:

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც იწყებს MS Excel-ის შესწავლას და მათთვის ვისაც მცირედი შეხება აქვს პროგრამასთან სკოლასა თუ უნივერსიტეტში. აღნიშნული კურსის მიზანია მოამზადოს 13-22 წლის ახალგაზრდები MS Excel 2013/2016 სპეციალისტის დონის საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდისთვის, რომლის გამარჯვებულიც კომპანიის და მისი პარტნიორების სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან კომპანია Certiport-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ მსოფლიო ჩემპიონატზე ორლანდოში (ფლორიდის შტატი, აშშ)

კურსის გავლის შემდგომ მსმენელი შეძლებს:

** მიიღოს შესაბამისი ცოდნა და საერთაშორისო დონის სერთიფიკატი MS Excel 2013 და 2016 ვერსიებში, რომელიც აღიარებული მსოფლიოს ყველა ქვეყანაში;
** მოიპოვოს ქვეყნის ჩემპიონის სტატუსი და გაემგზავროს მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებულ შტატებში სრული დაფინანსებით;
** მოიპოვოს საკუთარი კვალიფიკაციის შესაბამისი ემბლემა, რომელსაც თან დაურთავს რეზიუმეს და გამოიყენებს ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობისას ადგილობრივ თუ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე და საგანმანათლებლო სივრცეში;

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

კურსს წარუძღვება - გიორგი ქავთარაძე, MBA. გიორგი ქავთარაძე ფლობს MS Excel 2010/2013/2016 expert (MOS) და MS Word 2016 (MOS) საერთაშორისო სერთიფიკატებს. მისი ავტორობით შექმნილია MS Excel და MS Excel VBA-ის ვიდეო კურსები როგორც ქართული, ასევე ბრიტანული საგანმანათლებლო კომპანიებისთვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში იგი აქტიურად ატარებს ტრენინგებს და სალექციო კურსებს სხვადასხვა ტრენინგ ცენტრებსა და საქართველოს უნივერსიტეტში.

კურსის აღწერა:

დოკუმენტების და სამუშაო გვერდების შექმნა და მართვა:

სამუშაო დოკუმენტის და გვერდების შექმნა:

** გადაადგილება სამუშაო დოკუმენტებსა და გვერდებს შორის;
** სამუშაო დოკუმენტისა და გვერდის ფორმატირება;
** სამუშაო დოკუმენტისა და გვერდის ხედებთან და პარამეტრებთან მუშაობა;
** სამუშაო დოკუმენტისა და გვერდის ბეჭდვა და კონფიგურაცია;

მონაცემთა უჯრებისა და მისამართების მართვა:

** მონაცემთა ჩასმა უჯრებში / მისამართებში;
** ცხრილის მისამართების / უჯრების ფორმატირება;
** მონაცემთა ორგანიზება და შეჯამება;

ცხრილების შექმნა:

** ცხრილების შექმნა და მართვა;
** ცხრილის სტილებთან და პარამეტრებთან მუშაობა;
** ცხრილების სორტირება და ფილტრაცია;

ფორმულებთან და ფუნქციებთან მუშაობა:

** მონაცემთა შეჯამება ფუნქციების გამოყენებით (Sum, Max, Min, Count, Average);
** ლოგიკური და პირობითი ფუნქციების გამოყენება (If, Sumif, Averageif, Countif) ;
** ტექსტური ფუნქციების გამოყენება (Right, Left, Mid, Upper, Lower, Proper, Concatenate)

დიაგრამების და ობიექტების შემქნა:

** დიაგრამების შექმნა;
** დიაგრამების ფორმატირება;
** ობიექტების ჩასმა და ფორმატირება

კურსის ხანგრძლივობა: 8 დღე
სალექციო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5 საათი (ჯამში 12 აკადემიური საათი)

კურსის ღირებულება: 250 ლარი (ღირებულებაში შედის ტრენინგი და საერთაშორისო საგამოცდო ვაუჩერი GMETRIX-ის მოსამზადებელ ტესტებთან ერთად)

მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/7nS9KyEownGhDi9l2 ან დაგვიკავშირდით: 577 250079.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე