პროდუქტის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროდუქტის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ორიენტ ლოჯიკი
გამოქვეყნდა: 23 იან / ბოლო ვადა: 25 თებ
IT სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში, "ორიენტ ლოჯიკი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების განყოფილებაში.

ძირითადი მოვალეობებია:

** IT პროდუქტისა და პროექტების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა, კომერციული შეთავაზებების გაკეთება, მომხმარებლის მოსაზიდად და მათი ინფორმირებულობის გასაზრდელად გასატარებელი ღონისძიებების კოორდინირება,
** მომხმარებლებთან და მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენელ მომწოდებლებთან (HP, Cisco, Ruckus, Brocade, Barracuda…)
** ეფექტური კომუნიკაცია, გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება არა მხოლოდ პარტნიორებთან, არამედ ორგანიზაციის შიდა დონეზეც, სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება
** ტექნიკური გადაწყვეტილებების მომხმარებლის საჭიროებებზე მორგება,
** ახალი ტექნიკური მიზნების აღმოჩენა, განვითარება და მიღწევა,
** IT ბაზრის ანალიზი, ახალი საფრთხეებისა თუ შესაძლებლობების დროული გამოვლენა და რეაგირება,
** IT პროექტების გუნდის მენეჯმენტი (დროის, რესურსების ეფექტურად გადანაწილება)
** IT გადაწყვეტილებებზე (Network, Network Security, VoIP, Call Center, Video conferencing, Video Surveillance Systems) მუშაობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, მენეჯმენტის ან ტექნოლოგიების სფეროში
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** ტექნოლოგიების სფეროში ძლიერი გამოცდილება (Routing, Switching, firewall, UC…) და IT ქსელის აგებულების ძირფესვიანად ცოდნა,
** ძალიან კარგი ვერბალური, წერითი და ორგანიზაციის ყველა დონეზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ამოცანის ანალიზის, კრიტიკული და საკვანძო საკითხების გადაწყვეტის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT გაყიდვების სფეროში
** ქსელური ადმინისტრირების ან მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია CCNA/CCNP სერტიფიკატების ფლობა

კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს:

** გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში ერთ-ერთი წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში
** მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მუდმივად განვითარებად და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@ol.ge 2018 წლის 25 თებერვლის ჩათვლით და გზავნილის ველში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე