ბრენდის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 23 იან / ბოლო ვადა: 23 თებ
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას "ნენას" ბრენდის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულის მოძიება როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე, ქვეყნის გარეთ;
** ბაზრის შესწავლა და მოთხოვნის ჩამოყალიბება, რის საფუძველზეც მოხდება ახალი პროდუქტის შემქნა
** ახალი პროდუქტის საფასო პოლიტიკის განსაზღვრა
** წარმოების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მისი რეალიზაცია საფირო მაღაზიებში
** პროდუქტის ვადიანობის კონტროლი და მისი ლიკვიდურობის განსაზღვრა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (Word, Excel, Internet);

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდის განვითარების მენეჯერი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2018 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე