ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 23 იან / ბოლო ვადა: 23 თებ
თანდართული ფაილი: 164025-amboli-app-form.zip
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:

www.amboli.ge
www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკურ ან მათემატიკურ სფეროებში;
** ინგლისური და რუსული ენების ძალიან კარგად ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის ძირითადი საფუძვლების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, უაღრესად დისციპლინირებულობა;
** ლოგიკური აზროვნება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება;
** მოსმენა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
** სიახლეების ადვილად ათვისება;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღება;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
** გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** ბაზრისა და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ზუსტი შეკვეთებისა და შესყიდვების განხორციელება;
** სასაწყობე ნაშთების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა მაქსიმალური რენტაბელობის მისაღწევად;
** პროდუქტის ფასების განსაზღვრა და კონტროლი მოგების მაქსიმიზირების მიზნით;
** პროდუქტის გაყიდვის ახალი არხებისა და ახალი პარტნიორების მოძიება.
** ძველ, არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული; 5 დღიანი სამუშაო კვირა ყოველ მეორე კვირას;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, 1000 ლარიდან 4000+ ლარამდე;
** სასიამოვნო და საინტერესო ადამიანებთან, მაღალინტელექტუალურ გუნდთან მუშაობის საშუალება;
** ინდივიდუალური და კარიერული ზრდის კარგი პერსპექტივა;
** კომფორტული სამუშაო გარემო.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 23 თებერვალი, 2018 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@amboli.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით სააპლიკაციო ფორმას.

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე