გაყიდვების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: ჩემი ოფისი
გამოქვეყნდა: 18 იან / ბოლო ვადა: 18 თებ
"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე, ქ.თბილისში.

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. ესაჭიროება აქტიური პიროვნება HP, Canon, Xerox პროდუქციასთან სამუშაოდ.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს http://myoffice.com.ge/about-our-company-ka/.

ანაზღაურება ხდება ფიქსირებულს + ბონუსური სისტემით 600-2000 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების ხარისხიანი მომსახურებია;
** კლიენტების კონსულტირება საოფისე ტექნიკასა და კარტრიჯებთან დაკავშირებით;
** კლიენტების მოძიება/მოზიდვა კერძოდ (კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება);
** პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვების კონტროლი;
** შეკვეთების დაგეგმვა და კონტროლი;
** პოტენციურ ან/და უკვე ბაზაში არსებულ კლიენტ კომპანიებთან კონტაქტი;
** არსებული ბაზის განვითარება;
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება;
** კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით კარგად ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი 20 წლიდან 35 წლამდე;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ფოკუსირება მატერიალურ ზრდაზე;
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:

** სამსახურეობრივი ხარჯების ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ თქვენ ხართ მიზანსწრაფული პიროვნება და გსურთ მიაღწიოთ წარმატებას იჩქარეთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@myoffice.com.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გაყიდვების კოორდინატორი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე