ტენდერი სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 26 იან
"ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" პროგრამის ადმინისტრაცია აცხადებს კონკურსს ბენეფიციართა სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვაზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

"ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" პროგრამის მცირე საოჯახო ტიპის სახლების 52 ბენეფიციარის ტრანსპორტირება პირადი სატრანსპორტო საშუალებ(ები)ით ბავშვთა სოფლიდან სკოლებში და სკოლებიდან ბავშვთა სოფელში.

** მომსახურებას გაუწევს სასწავლო დღეებში დასვენების დღეების გარდა. სამუშაო საათებია დილის 08.30 დან 09.00 მდე და 13.30-15.00 მდე.
** ბენეფიციარების ტრანსპორტირება მსტ სახლებიდან სკოლებში (08.30სთ-09.00სთ)
** ბენეფიციარების ტრანსპორტირება სკოლებიდან მსტ სახლებში (13.30სთ.-15.00სთ)
** კუთვნილი ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში, მინიმუმ 2002 წლის გამოშვების
** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა
** მძღოლის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** სასურველია, მძღოლი იყოს საგადასახადოში გადამხდელად რეგისტრირებული;
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლიანობა

სატრანსპორტო მომსახურება უნდა განხორციელდეს 2018 წლის 15 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (სასკოლო არდადეგებისა და დასვენების დღეეების გარდა).

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ან ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

პირადი და ავტომანქან(ებ)ის დოკუმენტაცია (ინფორმაცია ავტომანქანის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ: მოდელი, ძრავის მოცულობა, საწვავის მოხმარება 100 კმ, და ა.შ.).
ხარჯთაღრიცხვა
მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

მომსახურების გაწევის ვადები: 2018 წლის 15 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მომსახურების მიწოდების ადგილი: ქ. ქუთაისი, 4600, ახალგაზრდობის III შესახვევი, "ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი", ქუთაისი.

თანხის გადახდის პირობები: ანგარიშსწორება მოხდება მომსახურების მოწოდების დასრულების და შესრულებული სამუშაოს (ნამუშევარი დღეების) ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ.

დაინტერესებულმა პირებს სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ბეჭდით დალუქული კონვერტით. გთხოვთ, კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "ტრანსპორტირების შესყიდვა", ისევე კომპანიის სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი).

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2018 წლის 26 იანვარი, 15:00 სთ.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზ. მე-3 შეს.

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე