კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Wedgwood
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 12 თებ
Prime Retail Georgia, ჭურჭლის ევროპული და ამერიკული ბრენდების (Wedgwood, Waterford, Royal Albert, Royal Daulton, Portmeirion, Rogaska, Sambonet, Hutschenreuter, Lenox and Reed & Barton) ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე "WEDGWOOD"-ის ფაიფურისა და ბროლის ჭურჭლის და დეკორატიული აქსესუარების შოუ-რუმისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2 წელი
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, სასაუბრო დონეზე კი - რუსულ და ინგლისურ ენებზე
** გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა და მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევის უნარი
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დროის მენეჯმენტი, დაკვირვებულობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შოუ-რუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** ბრენდების ოფიციალური კატალოგებით ხელმძღვანელობა კონსულტაციის გაწევისა და შეკვეთის მიღების პროცესში;
** მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება და მათთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევისას.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სრული (5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)
სამუშაო საათები: 10:30-21:00; ( ერთი საათი შესვენება)
ლოკაცია: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #8
შრომის ანაზღაურება: მინიმალური საწყისი ხელფასი 400 ლარი. (კანდიდატის გამოცდილების და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია უკეთესი ანაზღაურების შეთავაზება).

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: primeretailgeo@gmail.com

გაითვალისწინეთ CV შედგენილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე და "subject"-ში მიუთითეთ "გაყიდვების კონსულტანტი". ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ დაექვემდებარება განხილვას.

ვაკანსია არ არის განკუთვნილი მოქმედი სტუდენტებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე