სხვადასხვა - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა - თბილისი, რუსთავი
მომწოდებელი: ჭიტა
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 12 თებ
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიებს:

1. კონტენტ მენეჯერი/სოციალური მედიის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ გვერდისა და ფბ-ის გვერდის მართვა.
** ონლაინ შეკვეთებზე პასუხების ოპერატიულად გაცემა, შეკვეთების გადამისამართება ფილიალებში.
** პროდუქციის დამუშავება (ფოტო, ვიდეო, ტექსტი, სურათის გადაღება), მათი აღწერა და ატვირთვა.
** ფეისბუქის პოსტებზე ზრუნვა, საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
** მაღაზიების ინტერიერ-ექსტერიერზე ზრუნვა, სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა.
** კომპანიის სარეკლამო კუთხით უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** Adobe Photoshop ან სხვა გრაფიკული რედაქტორის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

2. ფილიალის მენეჯერი რუსთავში.

** პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციების გაზრდაზე ყოველდღიური ზრუნვა;
** მომსახურების სტანდარტის მკაცრად, ზედმიწევნით დაცვა.
** კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა. ორიენტირება კლიენტების კმაყოფილებაზე
** რეპორტინგი დაგეგმილ აქტივობებზე, მიმოხილვებზე, ანალიზებზე - უშუალო ხელმძღვანელებთან
** თითოეული დღის ბოლოს შესრულებული სამუშაოს მიმოხილვა-ანალიზი
** შესასრულებელი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმარება, დროის სწორად განაწილება
** იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად.
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე.
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** მაღაზიაში მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** მიმდინარე პროცესების მართვა, მოტივირება, რეპორტინგი;

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული თვისებები; გუნდის მართვის უნარი.
** პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სტრატეგიული ხედვა და დაგეგმვის უნარი;
** სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აქტიურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სავალდებულოა:

** სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე არანაკლებ 2 წლისა.
** სასურველია მერჩენდაიზინგის მიმართულებით გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასურველია მერჩენდაიზერული ხედვა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@chita.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე