მარკეტინგისა და PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგისა და PR მენეჯერი
მომწოდებელი: გირო კრედიტი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 31 მარ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი", რომლის ძირითად საქმიანობას ფინანსური ოპერაციების წარმოება წარმოადგენს დაფუძნდა 2010 წლის 21ოქტომბერს, კომპანიას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი (2011 წლის 20 დეკემბერს), რამაც კიდევ უფრო გაზარდა და გაამყარა მისი წილი ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. ამასთანავე გახდა სანდოობის მაღალი ხარისხის და ხელსაყრელი საკრედიტო პირობების მქონე ორგანიზაცია.

დღიდან დაარსებისა კომპანია დინამიურად ვითარდება ქართულ ფინანსურ ბაზარზე, მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს მაღალხარისხიანი ფინანსური მომსახურების ფართო არჩევანს, რაც განაპირობებს კომპანიისა და მომხმარებლის წარმატებულ ურთიერთთანამშრომლობას. გამომდინარე აქედან, კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი, სწორედ კლიენტზე ორიენტირებული მომსახურებაა.

კომპანიის წარმატების საფუძველს ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად წარმოადგენს გუნდური სულისკვეთება, პროფესიონალიზმი, სანდოობა და გამჭვირვალობა, სერვისების ფართო არჩევანი და მომსახურების მაღალი ხარისხი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტმა" 2012 წლიდან გაზარდა აქტივები, კერძოდ შეიძინა საოფისე ფართები: პეკინის გამზირი № 3-ში (ორგანიზაციის ფილიალი), ყაზბეგის გამზირი №19-ში (ორგანიზაციის ფილიალი) და დადიანის ქ. №193-ში (სადაც განათავსა კომპანიის სათაო ოფისი), ორგანიზაციის ფილიალი ასევე ფუნქციონირებს ყაზბეგის გამზირი №31-ში. უახლოეს მომავალში დაგეგმილი კიდევ რამდენიმე ფილიალის დამატება.

აქტივების ზრდასთან ერთად მატულობს დასაქმებულთა რაოდენობაც. კომპანიის მენეჯმენტი ზრუნავს ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოზიდვასა და მათი შემდგომი, კარიერული ზრდისა და განვითარებისათვის, თანამშრომელთათვის გათვალისწინებულია ჯანმრთელობის დაზღვევა (თანადაფინანსებით), ფულადი საჩუქარი, საბონუსე სისტემა. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 45 მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრი, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურების მაღალ ხარისხს და ნაკისრი ვალდებულებების უპირობო შესრულებას.

ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის და PR მენეჯერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო საათები:
10:00-19:00 (ორშაბათი - პარასკევი)
10:00-14:00 (შაბათს)

მოვალეობები:

** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
** საკომუნიკაციო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
** მარკეტინგული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა, პროცესის მონიტორინგი და პერიოდული ანალიზი;
** მომხმარებლების სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში;
** გაყიდვების სტიმულირება და ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების/აქტივობების დაგეგმვა, მართვა და ბიუჯეტის კონტროლი;
** მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა/განხორციელება;
** პერიოდული და მოთხოვნისამებრ რაპორტინგი;
** ბიზნესის და ბაზრის ტენდენციებზე დაკვირვება და ანალიზი;
** სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ სივრცეში ბრენდის კომუნიკაციის მართვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** დასახელებული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საფუძვლიანი ცოდნა.

დამატებითი უპირატესობები: რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველება;
** ნათლად გადმოცემისა და პრეზენტირების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

ანაზღაურება: 1500-დან 2500 ლარამდე, კვალიფიკაციის მიხედვით (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: infogirocredit@gmail.com და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე