მოლარე-კონსულტანტი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - კახეთი
მომწოდებელი: გარდენია
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 12 თებ
"გარდენია" ეს არის ახალი სუპერმარკეტი თელავში, რომელიც იხსნება მიმდინარე წლის თებერვალში და რომლის მიზანიც არის მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების დაცვით მოემსახუროს მომხმარებელს და შესთავაზოს მუდმივად ახალი პროდუქცია.

ვაკანსიის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
სამუშაო ადგილი: თელავი
ვაკანსიის რაოდენობა : 4
ანაზღაურება: 250 ლარი + ბონუსი ჯამური გაყიდვიდან
მაღაზიის სამუშაო საათები: 8:00- 23:00 სთ.
დასაქმებულის სამუშაო საათები: დღეში 7 საათი (მოქნილი გრაფიკი, სამუშაო საათების შეთავსება შესაძლებელია სტუდენტებისთვის), კვირაში 1 დღე დასვენება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;
** პროდუქციასთან დაკავშირებით, მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის დარბაზში პროდუქციის განაწილება-მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი მქონე;
** შრომისმოყვარე, ენერგიული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული, მიზანდასახული;
** ვიზუალურად მოწესრიგებული;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gardenia.telavi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე