შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: იუსტიციის სამინისტრო
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 21 იან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-17 მუხლის "ა" ქვეპუნქტისა).

სამუშაო პოზიციის დასახელება: შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტორი (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)
კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
კატეგორია: აუდიტი
თანამდებობრივი სარგო: 1350
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე (მოხელის სტატუსის არქონის შემთხვევაში)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შიდა აუდიტორული შემოწმების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება ეთიკის კოდექსის და მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებაში მონაწილეობა;
** აუდიტორული შემოწმების ფარგლებში აუდიტის ობიექტის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება, მათი მართვის პროცესის ანალიზი და შეფასება;
** აუდიტის ობიექტში რისკის მართვის, კონტროლის და მართვის სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესების გზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** აუდიტორული შემოწმების პროცესში მტკიცებულებების მოძიება, დოკუმენტირება, ინტერვიუების ჩატარება, კითხვარებისა და სამუშაო დოკუმენტების შემუშავება, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
** შემოსული წერილების, შეტყობინებების და განცხადებების კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და დროული რეაგირება;
** დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც უკავშირდება დეპარტამენტის მიზნებს და ამოცანებს.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონი ;
** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება;
** "შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;
** "შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;
** "შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;
** "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის №4 ბრძანება;
** "სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის, საბუღალტრო აღრიცხვის-აუდიტის, ფინანსების ან ეკონომიკის დარგში;
** შიდა აუდიტის ან/და შიდა კონტროლის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** სასურველია საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შიდა აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს თემატური ტრენინგები შიდა აუდიტის საკითხებზე;
** საჯარო აუდიტორის სერტიფიკატის ფლობა (სასურველია);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) კარგად ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** გადაწყვეტილების მიღება და მოქმედების ინიცირება;
** სხვათა დარწმუნების უნარი;
** ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა;
** სამუშაოზე კონცენტრირება სტრესულ სიტუაციაში.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** წერითი დავალება;
** გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო-საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:

** ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; სამედიცინო დაზღვევას.
** კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
** აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
** ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
** კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
** წერითი დავალების კომპონენტში (პროფესიული ტესტირება) კანდიდატმა უნდა დააგროვოს 51% და მეტი. გარდა ამისა, ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება ტესტირებაზე გამოცხადება და ტესტის შესრულება;
** გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე − http://www.hr.gov.ge - 21 იანვრის ჩათვლით; ამასთან, მიუთითოთ რეკომენდატორების (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და მათ მიერ დაკავებული თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე