ქოლ-ცენტრის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 29 იან
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე. კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000-ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში 9 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ქოლ ცენტრის სისტემის ჩამოყალიბების და განვითარების პროექტის მართვა;
** სატელეფონო მომსახურების სამუშაო პროცესის მართვა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, კონტროლი და განვითარება;
** საჭიროებისამებრ, შემომავალ ზარებზე პასუხი და გამავალი ზარების განხორციელება;
** მომხმარებელთა ინფორმირება მისოს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ;
** ქოლ ცენტრის გამართული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქოლ ცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** მომხმარებელთა შენიშვნებზე რეაგირების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის ან ბიზნესის სფეროში;
** მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ სფეროში, აქედან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული; კლიენტების თავაზიანად მომსახურების უნარი.

განაცხადის შემოტანის დედლაინია 2018 წლის 29 იანვრის 17:00 საათი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL მისამართი, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@mbc.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე