უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ბევრილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 25 იან
შპს "ბევრილი ჯგუფი" (www.bevrili.ge) აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება. სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.
** იურისტად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვიანი სტაჟირება)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** უცხო ენების ფლობა რუსული და ინგლისური (Advance Level);
** სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ადვოკატის მოწმობა (სამოქალაქო სამართლის მიმართულებით).

პიროვნული უნარები:

** აზროვნების სისხარტე;
** რეპორტინგის წარმოების უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
** მაღალი შრომისუნარიანობა.

ძირითადი საქმიანობა:

უმცროსი იურისტი უშუალო დაქვემდებარებაშია ორგანიზაციის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელთან. ხელმძღვანელის მითითებითა და დავალებით უმცროსი იურისტის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:

** ხელშეკრულებების ნიმუშის მომზადება
** ბრძანებებისა და შიდა ორგანიზაციული იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება
** მოლაპარაკებების წარმოება ორგანიზაციის პარტნიორებთან, კლიენტებთან და ა.შ.
** ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის დავალებების შესრულება (შრომითი მოწესრიგების სფეროში).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
** სამუშაო საათები: 10:00-18:00
** ანაზღაურება: 600 ლარი, ზრდის პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვნი CV ან რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@bevrili.ge 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია: "უმცროსი იურისტი", სხვა შემთხვევაში, მიღებული დოკუმენტაცია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე