კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი/სტაჟიორი
მომწოდებელი: ონიქსი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
კომპანია "ონიქსი" (www.onyxstone.ge), ბუნებრივი და ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების განყოფილებაში. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში შერჩეული კანდიდატი დასაქმდება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 25

ძირითადი მოვალეობები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (შესაძლებელია სტუდენტიც);
** ასაკი: 22-27 წ;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გარკვეული გამოცდილება;
** ნახაზებთან მუშაობის უნარი;
** AutoCAD-ის ან მსგავსი პროგრამების ელემენტარულ დონეზე ცოდნა. (ნახაზების წაკითხვა და ა.შ.);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა.

მოვალეობები:

** მსხვილ კომპანიებთან (სამშენებლო, დეველოპერული, საპროექტო და სხვა) კომუნიკაცია, ურთიერთობის წამოწყება - ნდობის მოპოვება და მათთთვის ჩვენი პროდუქტის შეთავაზება;
** პროექტის ნახაზების მიხედვით პროდუქციის გადათვლა რაოდენობის და ზომების გათვალისწინებით, უშუალო ხელმძღვანეთან შეთანხმებით, და კომპანიისთვის შეთავაზება.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2018 წლის 10 თებერვლამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: gocha@onyxstone.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე