ქოლ-ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: მკითხველი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
კომპანია "მკითხველი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ან მომიჯნავე სფეროში)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook) და ახალი პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნება; კომუნიკაბელურობა; ენერგიულობა; გუნდური მუშაობის უნარი; მოტივაციის მაღალი დონე; დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ქოლ-ცენტრის მენეჯერის ფუნქციები:

** ქოლ-ცენტრის სამუშაო პროცესის მართვა; ოპერატორების ზედამხედველობა; ბაზის ადმინისტრირება;
** მომხმარებლებისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უზრუნველყოფა;
** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
** ქოლ ცენტრის გამართული და ხარისხიანი მუშაობის უზრუნველყოფა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერის განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის განრიგი (10:00-18:00; 15:00-22:00, კვირაში 6 დღე)
** შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქოლ-ცენტრის მენეჯერი".

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-3 სართული, ოთახი 301.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე