კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
შპს "ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია" დაფუძნებულია 2007 წელს. ჩვენი კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს აზარტული ბიზნესის სფეროში მოღვაწე კომპანიების მომსახურება კომპანიის საქმიანობა დაკავშირებულია სათამაშო პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტის განვითარებასთან, წარმოებასთან და განაწილებასთან.

"EGT" ახორციელებს საკუთარი წარმოების ფართო სპექტრის პროდუქტების და მომსახურების რეალიზაციას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ევროპაში, აზიაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში და აფრიკაში.

კომპანიის პროდუქტების პორტფოლიო მოიცავს ვიდეო სლოტ თამაშებს, სათამაშო აპარატებს, ჯეკპოტის სისტემებს, ელექტრონულ რულეტს, ნახევრად ელექტრონულ ბლექჯეკის მაგიდას, მობილურ თამაშების პლატფორმას და სათამაშო დანადგარებისთვის საჭირო აქსესუარების ფართო სპექტრს. "EGT"-ს ყველა პროდუქტი გამოირჩევა მუდმივად მაღალი ხარისხით, საიმედოობით და კონკურენტუნარიან ფასებით.

"EGT" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის (გაყიდვები და იჯარა) პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულებით
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (აზარტულ ბიზნესში მუშაობის გამოცდილება - სავალდებულოა)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე (მეტყველება და წერა)
** საკუთარი ავტომობილი (სასურველია).
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office
** მართვის მოწმობა B კატეგორიის (სასურველია)
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალური
** მოტივირებული
** მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** ასაკი: 38 წლამდე ასაკის სასიამოვნო გარეგნობის მანდილოსანი

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** ფიქსირებული ხელფასი ზრდის პერსპექტივით (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთმოყვანილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მხოლოდ რუსულ ან ინგლიურ ენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ იქნება განხილული. ელ. ფოსტის მისამართია: georgia@egt-bg.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე