ოფისის მენეჯერი, მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი, მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: Armani Exchange
გამოქვეყნდა: 11 იან / განახლდა: 11 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
"Armani Exchange"-ი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ოფისის მენეჯერი

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა - C1 Advanced (წერა, კითხვა,საუბარი); იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის დონეზე არ იცით ინგლისური, გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით CV-ს
** ოფისის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2-3 წელი.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Outlook, MS Word, Internet, MS Excel, სასურველია Photoshop
** ასაკი: 30 წელი და ზემოთ.
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების კუთხით.

ძირითადი მოვალეობები:

** ინგლისურენოვანი წერილების მიღება, დამუშავება, გაგზავნა.
** უცხოელ პარტნიორებთან სატელეფონო კონტაქტი ინგლისურ ენაზე.
** ელ-ფოსტის მუდმივი კონტროლი, ოფისის ტელეფონზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება
** იმპორტთან დაკავშირებული პროცედურების კონტროლი (ლოჯისტიკა , საბაჟო დოკუმენტაცია, ინვოისები)
** სხვა საოფისე საქმიანობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ლოგიკური, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარი
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ხელფასი: შეთანხმებით

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@noma.ge (CV-ს თან დაურთეთ ფოტო).

2. მაღაზიის მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის მიღება, აღრიცხვა, გაყიდვების პროგრამული გატარება
** სალარო ოპერაციების მართვა
** სავაჭრო პროცესის დაგეგმვა, მართვა
** კონსულტანტების მართვა და ტრეინინგი
** სავაჭრო ობიექტში კოლექციის განლაგების კონტროლი ბრენდის სტანდარტების მიხედვით
** პროდუქციის, ფასების, ნაშთის კონტროლი, საწყობის აღწერა
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
** "Armani Exchange"-ისა და "არმანის" სხვა ხაზების შესახებ ინფორმაციის ფლობა.
** მეპატრონესთან ყოველდღიური კონტაქტი
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა, ინკასაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 35-დან 45 წლამდე
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel-ი მაღალ დონეზე, სასურველია პროგრამა Apricot Software-ის ცოდნა).
** გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი მსგავს პოზიციაზე მუშაობისა, სავაჭრო ცენტრში ან დიდ კომპანიაში.

პიროვნული მახასიათებლები:

** სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის უნარი
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა.

CV-ს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი და მიუთითეთ სასურველი პოზიცია. სურათი ჩასვით CV-ში. 
სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 800 სიტყვისა) ჩაითვლება უპირატესობად. გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, თუ რატომ გინდათ ამ პოზიციაზე მუშაობა და რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატი. განიხილება მხოლოდ ის CV, რომელსაც ექნება თანდართული სურათი.

CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@nabu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე