ბუღალტერიის მიმართულების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერიის მიმართულების მენეჯერი
მომწოდებელი: ნექსია თიეი
გამოქვეყნდა: 4 იან / ბოლო ვადა: 4 თებ
კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის "NEXIA International" ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

კომპანია "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიის მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა
** IFRS სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** საბუღალტრო და/ან საგადასახადო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია ACCA სერთიფიკატი
** სასურველია ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ფინანსური რეპორტინგის წარმოება დიდი და საშუალო კომპანიებისთვის
** მთავარი ბუღალტრების კონტროლი საბუღალტრო აღრიცხვისა და საგადასახადო მიმართულებით
** შიდა ტრენინგების ჩატარება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით
** ზრუნვა კომპანიის ზრდასა და განვითარებაზე
** კლიენტ კომპანიებთან კომუნიკაცია, სამუშაოს ხარისხის კონტროლი, პრობლემების მოძიება და გადაჭრა
** 30-მდე დაქვემდებარებულ თანამშრომელთან კომუნიკაცია და მართვა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** აქტიური
** შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge და წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითონ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერიის მიმართულების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე