საკონსულტაციო განყოფილების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკონსულტაციო განყოფილების მენეჯერი
მომწოდებელი: ნექსია თიეი
გამოქვეყნდა: 4 იან / ბოლო ვადა: 4 თებ
კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას "NEXIA International" საქართველოში, რომელიც ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის გამარჯვებული გახდა და "2017 წლის კომპანიის" წოდება მიიღო 115-ზე მეტ ქვეყანასა და 250-ზე მეტ კომპანიას შორის.

კომპანია "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას საკონსულტაციო განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: საბურთალო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნესის კონსულტაციების კუთხით მუშაობის გამოცდილება
** ბიზნეს გეგმებზე მუშაობის გამოცდილება
** სხვადასხვა ტიპის ბიზნეს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** ფინანსური ანალიტიკის კუთხით გამოცდილება
** ინლისური და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ორგანიზაციის სახელით კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება
** ბიზნეს პროექტების ორგანიზება და განხორციელება
** ინფორმაციის შეგროვება, კლიენტების ბიზნესის შესახებ სხვადასხვა მეთოდებით
** შეხვედრა დამკვეთთან, პრობლემატური საკითხების გამოვლენა და ამ საკითხების გადაჭრის გზების მოძიება
** კლიენტებისთვის სხვადასხვა სფეროში ბიზნეს კონსულტაციების გაწევა
** კლიენტებისთვის ბიზნეს გეგმების შედგენა
** საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** მენეჯერული თვისებები
** ანალიტიკური აზროვნების, მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის უნარი
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** აქტიური
** კრეატიული
** ორგანიზებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge და წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საკონსულტაციო განყოფილების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე