ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 3 თებ
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინგლისური ფილოლოგიის, პედაგოგიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
** მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირება.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ კვირის გარდა).
კლასები: I-XII.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი".

ბაქსვუდის სკოლა მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე