გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
მომწოდებელი: ქუთაისცემენტი
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 3 თებ
ცემენტის მწარმოებელი კომპანია - შპს "ქუთაისცემენტი"-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ქუთაისის რეგიონი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული პოლიტიკისა და სტრატეგიის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება,
** გაყიდვებისა და მარკეტინგის სამსახურის მუშაობის დაგეგმვა და კონტროლი,
** კლიენტების მოზიდვა და მათთან თანამშრომლობა,
** ბაზარზე არსებული მდგომარეობის, კომპანიის საქმიანობის, კონკურენტების შეფასება, ანალიზი.
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშვება, სტიმულირების პროგრამების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, გაყიდვების ან/და ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** შედეგზე ორიენტირებული.
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

გამოსაცდელი პერიოდი მოიცავს 6 თვეს. ამ პერიოდის განმავლობაში ანაზღაურება განაწილდება შემდეგნაირად: ფიქსირებული 300 ლარი + ბონუსები გაყიდული საქონელის შესაბამისად.
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ ფიქსირებული ანაზღაურება: 430 ლარი + ბონუსები.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: shakochachanidze@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ქუთაისცემენტი"-ი გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე