მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: სასტუმრო ივერია ინ
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 3 თებ
"სასტუმრო ივერია ინ" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება (მწეველი/არამწეველი ადგილების შემთხვევაში მითითება)
** ა ლა კარტ მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება
** დილის ბუფეტის მომსახურება
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

პროფესიული და პიროვნული მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები,
** მოწესრიგებული,
** აქტიური,
** ორგანიზებული,
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარის მქონე
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

პირობები:

** ხელფასი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** სასტუმრო დასაქმებულებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით, კვებითა და უნიფორმით;
** სრული განაკვეთი. სამუშაო განრიგი დგება ცვლების მიხედვით (დღის და ღამის ცვლები).

შერჩეული კანდიდატი გაივლის 10 დღიან საგამოცდო ვადას. საგამოცდო ვადის გადალახვის შემთხვევაში, კომპანია ჩაატარებს 1 თვიან ტრენინგს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: tamarurushadze@iveriainn.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე