სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 17 იან
სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2289
ადგილმდებარეობა: სათაო
კატეგორია: ადმინისტრაციული
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა

თიბისი ბანკის ინოვაციური პროექტების გუნდში ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ FinTech პროექტზე, გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდორულად ძალიან საინტერესო ბიზნეს ამოცანები.

ვის ვეძებთ

თუ ხარ ენერგიული, შემოქმედებითი, კომუნიკაბელური, თუ თვლი რომ სოციალური მედია თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია და თუ მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე საინტერესო თავგადასავლებისთვის!


შენ იქნები

შენ იქნები 20 კაციანი გუნდის წევრი, რომელიც მუშაობს Agile მიდგომებით (Scrum, Kanban) და შექმნი საქართველოში ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო ბრენდს.


შენ დაგევალება

1. კონტენტ გეგმის შემუშავება და მართვა
2. სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, Youtube) მართვა:

** კონტენტ გეგმის შემუშავება
** პოსტების შექმნა და განთავსება
** მომხმარებლებთან ინტერაქცია
** კამპანიების შედეგების გაზომვა, ანალიზი და რეპორტინგი

3. ციფრულ სააგენტოებთან ურთიერთობა
4. სოციალურ მედიაში ბრენდის იმიჯის შექმნა და შენარჩუნება
5. არხების მიხედვით ზრდის სტრატეგიების შექმნა და მართვა
6. KPI-ების გაზომვა და მართვა


უნდა გქონდეს

** სოციალური მედიის მართვის 3 წლიანი გამოცდილება
** მოქნილობა და ოპერატიულობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** კრიტიკულ სიტუაციასთან გამკლავების უნარი

კარგი იქნება

** იყო სხარტი და ენამოსწრებული
** მეგობრობდე ტექნოლოგიებთან

კომპენსაცია და ბენეფიტები

** შვებულების 24 სამუშაო დღე
** თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თიბისი ბანკის ივენთების ბილეთები
** ბრენდირებული ტანსაცმელი და აქსესუარები

დამატებითი ინფორმაცია:

განაცხადების მიღების შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/2287
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე