მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ნექსია თიეი
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 3 თებ
კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიის "NEXIA International"-ის წარმომადგენლობას საქართველოში.

აუდიტორული კომპანია შპს "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

განაკვეთი: სრული

პოზიციის დანიშნულება:

** კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია
** ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ფუნქციები:

1. კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია:

** კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება.
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.

2. ფინანსური აღრიცხვის კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა:

** ხელფასების, ბონუსების და სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება
** მივლინების ხარჯების დარიცხვის კონტროლი
** სესხების ხელშეკრულებების განხილვა და შემდგომი დარიცხვების კონტროლი
** სხვა ნებისმიერი ხარჯის დარიცხვის დროს, ამ ხარჯის კომპანიის ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკის მიხედვით შესაბამის ანგარიშზე მიკუთვნების კონტროლი
** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით
** მასალების მოძრაობის კონტროლი
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი.

პასუხისმგებლობა:

** კომპანიის აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

** განათლება: სასურველია ACCA და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება წარმოება/დისტრიბუცია/ვაჭრობის კუთხით მუშაობის გამოცდილებას).

პროფესიული უნარები:

აუცილებელი ცოდნა: საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა. სასურველია ლიცენზია ზოგად აუდიტში ან პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატი.

ტექნიკური უნარები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

უნარები:

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
** გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა
** ურთიერთობების დამყარება და კონტაქტების მართვა
** დაგეგმვა და ორგანიზება
** ადაპტაცია და ცვლილებებზე რეაგირება
** ინფორმაციის წარდგენა და გადაცემა
** ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა
** გუნდური მუშაობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@nexia.ge და წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითონ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე