ავტო გაქირავების მენეჯერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტო გაქირავების მენეჯერი - ბაკურიანი
მომწოდებელი: სითი
გამოქვეყნდა: 31 დეკ / ბოლო ვადა: 31 იან
სალიზინგო კომპანის "სითი" აცხადებს ვაკანსიას ავტო გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე ბაკურიანში.

"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგის და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ტერიტორია: ბაკურიანი.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტოგაქირავების პირობების გაცნობა კლიენტებისათვის;
** ხელშეკრულებების მომზადება;
** ავტომობილის მიღება/ჩაბარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი: 25-დან 50 წლამდე;
** უმაღლესი განათლება;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@cityleasing.ge. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე