საცალო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საცალო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო
გამოქვეყნდა: 29 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" ახორციელებს თავის საქმიანობას 2004 წლიდან, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს საცალო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30 საათამდე.

თანამდებობის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა, პროდუქტების შეთავაზება;
** პრეზენტაციების და შეთავაზებების სხვადასხვა ფორმით ორგანიზება და განხორციელება;
** საცალო სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
** გაყიდვის შემდგომი სერვისის უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების წარმართვა;
** კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი, ან არასრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითობა;
** პრეზენტაბელურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დარწმუნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@irao.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 იანვარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე