ელექტრიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: საქსპეცტრანსი
გამოქვეყნდა: 29 დეკ / ბოლო ვადა: 29 იან
შპს "საქსპეცტრანსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრონული სისტემების შემოწმება;
** ელ. დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და მათი პერიოდული დათვალიერება;
** ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება მათი აღმოფხვრის მიზნით;
** არსებული ელექტრომოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;
** ლითონკონსტრუქციების დანადგარების, ვიბრომაგიდების ელ. მონტაჟი და შეკეთება;
** ძალოვანი კარადების აწყობა /შეკეთება;
** უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად ელექტროგაყვანილობის მიმდინარე სამუშაოების განხორციელება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესია ტექნიკური განხრით);
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე - არანაკლებ 3 წლისა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ელექტრონული მოწყობილობების ცოდნის მაღალი დონე.

უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებული,მოწესრიგებული და დისციპლინირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.
** პრობლემის დროულად და ეფექტურად მოგვარების უნარი
** ყურადღებიანი საქმის მიმართ!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ek.tabatadze@gmail.com 2018 წლის 29 იანვრამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია, ხოლო არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე