შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ელიტა ბურჯი
გამოქვეყნდა: 29 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან
სამშენებლო კომპანია "ელიტა ბურჯი", რომელიც 1998 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე და ასევე აქვს მშენებლობისათვის საჭირო მასალების წარმოება, აცხადებს კონკურსს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობებია:

** ობიექტზე გაატაროს პრევენციული ღონისძიებები პროექტის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით.
** დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების შესახებ, ობიექტზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს დროული რეაგირება და რეპორტირება უშუალო ხელმძღვანელთან მის აღმოსაფხვრელად
** დადგენილი პერიოდულობით პერსონალსა და მენეჯმენტს ჩაუტაროს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ინსტრუქტაჟი
** უზრუნველყოს ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის დროულად მიწოდება და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება.
** განსაზღვროს და შემდგომ აკონტროლოს რა ტიპის დამცავი აღჭურვილობაა საჭირო განსახორციელებელი სამუშაოსთვის
** სამუშაო ტერიტორიაზე აკონტროლოს ხელსაწყოების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა
** რეგულარულად შეამოწმოს ხელსაწყოთა და დამხმარე საშუალებათა ტექნიკური მდგომარეობა და უზრუნველყოს მათი გამართულობა.
** მონაწილეობა მიიღოს შენობა-ნაგებობის, მოწყობილობების, დაზგა-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებაში, მათი შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობებთან შესაბამისობის დასადგენად;
** ყოველდღიურად შეამოწმოს სამუშაო ადგილი, მოამზადოს და გადაუგზავნოს უშუალო ხელმძღვანელს ანგარიში არსებული მდგომარეობის, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძებების შესახებ
** დაგეგმოს და გაატაროს მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები
** მონაწილეობა მიიღოს კონტრაქტორი კომპანიის მონიტორინგის პროცესში;
** უზრუნველყოს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებში ყოველდღიური მონიტორინგი (როგორც დასაქმებულები პირების, ისე ქვეკონტრაქტორი კომპანიების).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპრირატესობად
** სასურველია შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში სერტიფიკატის ქონა
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის უნარ-ჩვევები
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი.

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@elitaburji.com არაუგვიანეს 2018 წლის 20 იანვრისა. გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე