სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 29 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სადაზღვეო ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილ კლიენტებთან ურთიერთობა;
** ავტომობილის გარეგანი დათვალიერება, პირველადი შეფასების უზრუნველყოფა;
** კონკრეტულ სიტუაციებში შესაბამისი კომპეტენციების მქონე ადამიანების (სამღებროს მენეჯერი, სავალი ნაწილის მექანიკოსი და ა.შ) პროცესებში ჩართვის უზრუნველყოფა;
** კომპეტენტურ ადამიანებთან შეთანხმებით დაზიანებული ავტომობილების საჭიროებების განსაზღვრა;
** იდენტიფიცირებული საჭიროებების მიხედვით დოკუმენტის შექმნა;
** დაზიანებული ავტომობილის საჭიროებების მიხედვით ფასების განსაზღვრა;
** კლიენტის თანხმობის შემთხვევაში, მისი ავტომობილის ჩაბარება;
** მენეჯერებთან შეთანხმებით შეკეთების ვადების განსაზღვრა;
** განსაზღვრული ვადების კონტროლი;
** შეკეთებული ავტომობილის ჩაბარება.

პროფესიული ცოდნა და კომპეტენციები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის ზედმიწევნით კარგად ფლობა;
** რუსულისა და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე კარგად ცოდნა;
** აუცილებელია MS Office - განსაკუთრებით MS Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია SAP სისტემის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** დაკვირვებულობა;
** ლოგიკური აზროვნება;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tegetamotors.ge 2018 წლის 20 იანვრამდე.

გაცნობებთ, რომ შევსებული ანკეტა ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე