გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: New Auto Motors
გამოქვეყნდა: 28 დეკ / ბოლო ვადა: 28 იან
"New Auto Motors" არის ყველაზე დიდი ავტოსერვის ცენტრი საქართველოს ბაზარზე, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: ნახევრად სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა/მომსახურება; კორპორატიული და საცალო კლიენტების მაღალი ხარისხის ავტოპროდუქტებითა და სერვისის ფართო სპექტრით უზრუნველყოფა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისის ერთ-ერთი სერვისცენტრისთვის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის განხრით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა მომხმარებელთან საკომუნიკაციო დონეზე;
** დოკუმენტაციის ელემენტარულ დონეზე წარმოების უნარი;
** გაყიდვების სფეროში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სერვისებისა და პროდუექტების გაყიდვა
** პოტენციური კლიენტებისთვის სერვისების/პროდუქტების შეთავაზება.
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების გამართვა
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ახალი კლიენტების მოძიება
** მომსახურების დროული მიწოდების უზრუნველყოფა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურების ფიქსირებულ + საბონუსე სისტემას
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს ან ფეისბუქ გვერდს:

http://www.newautomotors.ge/
https://www.facebook.com/Companynewautomotors/
http://quattrofreni.com/
https://www.youtube.com/watch?v=Oxclijt-Vsg

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდუბის რ-ნი, ხოშარაულის ქ. 30.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: newenergy13@mail.ru

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე