ტრენერთა ტრენინგი სოციალური მუშაკებისთვის
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენერთა ტრენინგი სოციალური მუშაკებისთვის
მომწოდებელი: ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის
გამოქვეყნდა: 28 დეკ / ბოლო ვადა: 18 იან
თანდართული ფაილი: 162103-isc-tot-form.zip
ა(ა)იპ "ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის" (ISC) იწვევს სოციალურ მუშაკებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და თბილისიდან, 3 დღიან ტრენერთა ტრენინგში "სოციალური მუშაობის ფემინისტური პერსპექტივა" მონაწილეობის მისაღებდ. ტრენინგი ტარდება "ქალთა ფონდი საქართველოში" (WFG) მხარდაჭერილი პროექტის "ფემინისტური ხედვის გაძლიერება სოციალური მუშაობის პრაქტიკაში" ფარგლებში.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი ძირითადი თემები:

** ფემინიზმის ტიპები და თეორიები; ქალთა მოძრაობა და ქალთა საკითხები (სესიას გაუძღვება - ლელა გაფრინდაშვილი, ფილოსოფოსი და გენდერის მკვლევარი);
** სოციალური მუშაობის გენდერულად მგრძნობიარე პრაქტიკა და ჩარევის სტრატეგიები (სესიას გაუძღვება - თამარ ივანიაძე, სოციალური მუშაობის მაგისტრი);
** ტრენინგის ციკლი და თანასწორთა განათლების პრინციპები (სესიას გაუძღვება - ნინო ქობალია, განათლების პოლიტიკის მაგისტრი).

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

** სოციალური მუშაობის მიმართულების სტუდენტებს, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურიდან;
** პრაქტიკოს სოციალურ მუშაკებს, რომელსაც აქვთ აკადემიური ხარისხი სოციალური მუშაობაში და/ან გავლილი აქვთ სოციალური მუშაობის ერთწლიანი სერტიფიცირების კურსი (Tempus).

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ტრენინგის შერჩეული მონაწილე იღებს ვალდებულებას თავად უზრუნველყოს სოციალური მუშაკების ჯგუფისთვის 1 დღიანი ტრენინგის ორგანიზება და მიწოდება იმავე თემაზე.

ტრენინგი გასვლითი ხასიათისაა და ჩატარდება 2018 წლის თებერვლის მეორე ნახევარში. ტრენინგის ბოლოს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება ტრენინგში მონაწილეობისთვის საჭირო შემდეგი ხარჯები: ტრანსპორტირება თბილისიდან სასტუმრომდე და პირიქით, ასევე, სასტუმროში განთავსება და კვება.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: isc.changes@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ: "ტრენერთა ტრენინგი სოციალური მუშაკებისთვის") უნდა გადმოაგზავნოთ:

** СV/რეზიუმე;
** შევსებული აპლიკაციის ფორმა (იხ. თანდართული ფაილი).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულად წარმოდგენილი განაცხადი შესაძლებელია არ იქნას განხილული. ამასთან, პროექტის გუნდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩევის მომდევნო ეტაპზე გასულ კანდიდატებს.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე