ავეჯის მასალების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავეჯის მასალების კონსულტანტი
მომწოდებელი: ლთბ
გამოქვეყნდა: 28 დეკ / ბოლო ვადა: 28 იან
კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის მასალების კონსულტანტის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავეჯის მასალების ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;
** კლიენტის საჭიროების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;
** კლიენტისათვის ფასდაკლების შეთავაზება და შესაბამისად რეგისტრაცია;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამული გატარება;
** გაყიდვების ზრდასთან და მომსახურების განვითარებასთან დაკავშირებით ინიციატივების გამოვლენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური მიმართულებით განათლება;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** დისციპლინირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** აზრის არგუმენტირებულად გადმოცემის უნარი.

ანაზღაურება: 600 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:30-დან 18:30 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ავეჯის მექანიზმების კონსულტანტი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე