ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ფავორიტი სტილი
გამოქვეყნდა: 27 დეკ / ბოლო ვადა: 27 იან
კომპანია "ფავორიტი სტილი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

შპს "ფავორიტი სტილი" 20 წლიანი გამოცდილების მქონე "ფავორიტი ჯგუფის" შემადგენლობაში შემავალი კომპანიაა, რომელიც ეწევა პოლიგრაფიულ საქმიანობას და ის 2012 წლიდან აქტიურად არის წარმოდგენილი ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: http://phfavorite.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით
** მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ცოდნა
** სავალდებულოა საბუღალტრო პროგრამა "ORIS"-ში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების B1 დონეზე ცოდნა

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარების (სესხების, დეპოზიტის, შესყიდვების, მარაგების ჩამოწერა, რეალიზაცია, ცვეთის დარიცხვა) შესრულება და საბუღალტრო ბაზაში დროული დაფიქსირების უზრუნველყოფა
** ელ. ფაქტურების/ზედნადებების მიღება-გამოწერა
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშებისა და დეკლარაციების მომზადება
** ბანკისთვის ფინანსური უწყისებისა და ანგარიშგებების შედგენა
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება
** პრობლემების გადაჭრის უნარი
** შრომისმოყვარეობა, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: hr@phfavorite.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე